ავტორი:

"აშშ-ის მოქალაქეობა მივიღე, უკვე შემიძლია შონ ო’მალის მწვრთნელს გავარტყა და არავინ დამადეპორტებს" - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე

"აშშ-ის მოქალაქეობა მივიღე, უკვე შემიძლია შონ ო’მალის მწვრთნელს გავარტყა და არავინ დამადეპორტებს" - რას ამბობს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე

15 სექტემბერს UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლას გამართავს. ქამრისთვის ის UFC-ის ჩემპიონს, შონ ო'მალის დაუპირისპირდება.

  • ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რა დროსაც მან განვლილი რთული გზა გაიხსენა.

"გრძელი გზა გავიარე. 2019-დან 2020 წლამდე ჩემი ცხოვრება ძალიან რთული იყო. ბევრი გამოწვევა მქონდა. ხანდახან ჩემს თავს ვეკითხებოდი, გავაგრძელო თუ გავჩერდე და მხოლოდ სამსახურზე ვკონცენტრირდე,.ან დავქორწინდე და შევწყვიტო ოცნება.

ვფიქრობდი, იქნებ, ეს ჩემთვის არ არის. ძალიან რთულია სრულ განაკვეთზე მუშაობა.

ყოველდღიურად ვუსვამდი ჩემს თავს ამ შეკითხვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მზეში ან თიოვლში ვმუშაობდი. მაგრამ როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, მაინც მივდიოდი ვარჯიშზე და ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. 2020 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. უფრო და უფრო მეტ ბრძოლას ვიღებდი, უფრო მეტ ფულს გამოვიმუშავებდი.

  • თავი დავანებე მუშაობას და გავხდი მებრძოლი. გადავედი ვეგასში, გავაკეთე ემიგრანტის საბუთი, ამის შემდეგ შემეძლო ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა, ახლა აშშ-ის მოქალაქეობა მივიღე და უკვე შემიძლია შონ ო’მალის მწვრთნელს გავარტყა და არავინ დამადეპორტებს ამისთვის. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ. პირველ რიგში, მადლიერი ვარ UFC-ის, რადგან ახლა შემიძლია ჩემს სახლში დავიძინო, მხარი დავუჭირო ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. შემიძლია, შთავაგონო სხვა ადამიანები - თუ გამომივიდა მე, გამოუვათ მათაც, უბრალოდ, გააგრძელეთ ოცნება, იშრომეთ და ყველაფერი შესაძლებელია.

საქართველო მიყვარხარ, ყველაფერს გავაკეთებ, როგორც ჩვენ შეგვეფერება, დავიხარჯები - ბოლომდე", - ამბობს მერაბ დვალიაშვილი.