ამერიკული კინოს ლეგენდა, სალი ფილდი რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში სეირნობისას შენიშნეს. ოსკაროსანი მსახიობი ისეთი შეცვლილია, რომ ფანების დიდმა ნაწილმა ის ვერ იცნო.
77 წლის მსახიობი მოკლე, თეთრ შარვალში, ცისფერ პერანგსა და კედებში იყო გამოწყობილი და სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა.
სალი ფილდის როლებიდან განსაკუთრებით ცნობილია კინოკლასიკა, "Mrs Doubtfire", სადაც ლეგენდარულ რობინ უილიამსს უწევდა პარტნიორობას. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში - Forrest Gump, The Little Mermaid: Ariel's Beginning, The Amazing Spider-Man და ა.შ.
ცნობილია ისიც, რომ მსახიობი პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგია. როგორც მისი ახლობლები აღნიშნავენ, ის "სიბერეს ფილოსოფიურად უყურებს".
ფილდი თავისი აზრის გამოთქმას არასდროს უშინდებოდა. ეწინააღმდეგება ომს და ამაზე არაერთ ინტერვიუშიც უსაუბრია: