ავტორი:

"ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, ვუყურებ სერიალებს, ვუყურებ ნებისმიერ სერიალს" - პრეზიდენტის გულახდილი ინტერვიუ: რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილი

"ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, ვუყურებ სერიალებს, ვუყურებ ნებისმიერ სერიალს" - პრეზიდენტის გულახდილი ინტერვიუ: რას ჰყვება სალომე ზურაბიშვილი

გადაცემა "მხოლოდ ლელასთან" წამყვანი, მომღერალი ლელა წურწუმია ინტერვიუს ჩასაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლეში ესტუმრა.

  • ერთ-ერთი კითხვა მის ახლანდელ მდგომარეობას ეხებოდა, როგორ ცხოვრობს პრეზიდენტი, რას ფიქრობს ცხოვრების ამ ეტაპზე და რას აპირებს მომავალში

- ბებიობის ეტაპზე ვარ, ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომ ასეთი მშვენიერი ეტაპი შეიძლება იყოს ცხოვრების ბოლოსკენ. ამით ძალიან გახარებული ვარ. ერთი შვილიშვილი მყავს, იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება და მეორეს ველოდებით 26 ოქტომბერს, ასე დანიშნეს. ამიტომ მხოლოდ კარგს ველოდები ამ დღეს.

როგორც პოლიტიკოსი ვემზადებოდი, რომ გადავსულიყავი ახალ ეტაპზე, ისე ხდება, რომ ისეთ გარდამტეხ მომენტშია ქვეყანა, რომ არ შეიძლება გაჩერება.

მე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნებოდი, სადაც საჭირო ვიქნებოდი. არსად არ წავალ და არაფერს დავთმობ.

  • დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ნიშნავდეს პრეზიდენტის მეორე მანდატზე (ბრძოლას), შეიძლება სულ სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვიცი. მაგრამ რაც არის გასაკეთებელი, იმას გავაკეთებ.

არაფერს ექნება აზრი, თუ ამ გზის ბოლოს... ემიგრანტის შვილი აღმოვჩნდები, რომელიც დავბრუნდი, რომ დავხმარებოდი ქვეყანას ევროპის წიაღში დაბრუნებაში, აღმოჩნდეს, რომ თურმე ვარ იმ გზაზე, რომელიც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში და საბჭოთა სიბნელეში. არა, ამას მე ვერ ავიტან.

ოპტიმისტი ვარ და სერიოზული არჩევანის წინაშე ვდგავართ. მოვა დრო როცა უნდა აირჩიო - როგორი საქართველო გირჩევნია, დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი - რომ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპის წევრი", - ამბობს პრეზიდენტი.

  • მან ასევე პატარა "საიდუმლოც" გაამხილა და თქვა, რომ ძალიან უყვარს სერიალების ყურება.

"ჩემს საიდუმლოს გაგიმხელთ, ვუყურებ სერიალებს, ვუყურებ ღამით, როცა საჭიროა გამოეთიშო. ვუყურებ ნებისმიერ სერიალს, ძალიან ბევრი მაქვს ნანახი. ძალიან მიყვარს ამერიკული სერიალები - House of Cards-ის სტილის. მაგრამ როცა ესენი გამოილევა, მერე ვუყურებ ყველაფერს. უფრო მეტად მიყვარს სერიალები და ნაკლებად ფილმები", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.