უკრაინელი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი პოლიციამ პოლონეთში, კრაკოვის აეროპორტში 17 სექტემბერს საღამოს დააკავა.
უსიკის თქმით, კრაკოვის აეროპორტში, სადაც ის დააკავეს, გაუგებრობა მოხდა და მადლობა გადაუხადა უკრაინელ დიპლომატებს მხარდაჭერისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მოკრივე ოლექსანდრ უსიკის წინააღმდეგ ქმედებებს არაპროპორციულად და მიუღებლად მიიჩნევენ და პოლონურ მხარეს შესაბამის ნოტას გაუგზავნიან.
"ჩვენმა გენერალურმა კონსულმა მითხრა დეტალები, მიგვაჩნია, რომ ჩვენს ჩემპიონთან მიმართებაში მსგავსი ქმედებები არაპროპორციული და მიუღებელია და პოლონურ მხარეს შესაბამის ნოტას გავუგზავნით“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, კრაკოვის აეროპორტში უსიკის დაკავებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.