ლიტერატურული პრემია „საბას“ 22-ე დაჯილდოების ფინალისტები ცნობილია. მათ შორის არის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ 4 წიგნი, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაშია წარდგენილი.
ნომინაციაში - საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ფინალისტებს შორის არის რუსუდან ტყემალაძის „არქიტექტორი“; საუკეთესო რომანებს შორის წარდგენილია ნიკოლოზ ცისკარიშვილის „აჩრდილები“ და დავით ქართველიშვილის „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“; ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის ნომინაციაში კი ფინალისტებს შორის დასახელდა მალხაზ ხარბედიას „შეთხზული მე“.
აღსანიშნავია, რომ წელს ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ წელს გამომცემლობებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს. ფინალისტები სულ 7 ნომინაციაში დასახელდა.
პროექტი „საბა“ „თიბისიმ“ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს და მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება. მასში ასობით ავტორი იღებს მონაწილეობას. „საბას“ ისტორიის მანძილზე გაიცა 210 პრემია და სულ 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა, მათ შორის გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მიერ აღმოჩენილი დებიუტანტები.
R