ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ალინა დოროტიუკმა აღიარა, რომ 2013 წელს მკერდის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა.
ინტერვიუში ჰყვება, რომ თავიდან 10 ზომა მკერდი ჰქონდა, რაც მის სხეულის ნორმებთან მიმართებაში დიდ დატვირთვას აყენებდა ზურგზე. ტკივილების გამო კი იძულებული გახდა, რომ დაპატარავებისთვის მიემართა.
ოპერაცია დოროტიუკმა 2013 წელს გაიკეთა და შედეგით კმაყოფილი დარჩა.
"წარმოიდგინეთ, რომ 10 ზომა მკერდი გაქვს, შუაღამისას იღვიძებ ზურგის ტკივილის გამო, და სულ ტირილი გინდა. ცხოვრებით სიამოვნების მიღებას ვერ ვახერხებდი," – აღნიშნა ალინა დოროტიუკმა.
ამას გარდა, წელს ჟურნალისტმა გადაწყვიტა კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია – რინოპლასტიკა. ალინამ ნაწილობრივ გამოსწორა ცხვირის ფორმა და, მისი თქმით, შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივი გამოვიდა.