ავტორი:

მშობლები ვერ ახერხებენ შვილთან ჩახუტებას, რადგან ამან ბავშვში შეიძლება მძიმე ალერგია გამოიწვიოს - ინგლისელი გოგონა იშვიათი დიაგნოზით

მშობლები ვერ ახერხებენ შვილთან ჩახუტებას, რადგან ამან ბავშვში შეიძლება მძიმე ალერგია გამოიწვიოს - ინგლისელი გოგონა იშვიათი დიაგნოზით

პატარა ინგლისელი გოგონა უჩვეულო ალერგიით იტანჯება - ის ვერ ახერხებს მშობლებს ჩაეხუტოს, რადგან ნებისმიერი შეხების შემდეგ მას აგრესიული რეაქცია ეწყება.

30 წლის ლორა სმიტი და მისი მეუღლე ინგლისის ქალაქ სტოქტონ-ონ-ტიზში ცხოვრობენ. ორი წლის წინ მათ ოჯახში გოგონა, სახელად უილოუ-რეი გაჩნდა. გოგონა სრულიად ჯანმრთელი და ძლიერი დაიბადა, მაგრამ სამი თვის შემდეგ ლორამ შენიშნა, რომ გოგონას ზურგი და გულმკერდი მოულოდნელად გაუწითლდა. შეშფოთებულმა ქალმა ბავშვი პედიატრთან წაიყვანა.

ექიმმა უილოუ შეამოწმა და განაცხადა, რომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ალერგია ან ეგზემა. დაუნიშნა მალამოები და დიეტა. თუმცა, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა.

ბავშვის მშობლებმა ექიმის რჩევით, ოჯახში საყოფაცხოვრებო ქიმიის ბრენდები შეცვალეს, მაგრამ სიტუაცია უფრო დამძიმდა.

როდესაც გოგონა 1,5 წლის გახდა, დედამ საბოლოოდ მოიძია დერმატოლოგი, რომელმაც უილუის დიაგნოზი დაუსვა - მასტოციტოზი. ეს არის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის ქსოვილებში უხვი რაოდენობით მკვრივი უჯრედები წარმოიქმნება. მკვრივი უჯრედები ეს არის სისხლის უჯრედების ტიპი, რომლებიც ძვლის ტვინში წარმოიქმნება და სისხლში გამოყოფენ ჰისტამინს,რაც ალერგიულ რეაქციას იწვევს.

დიაგნოზის დასმის შემდეგ, დედამ შენიშნა, რომ გოგონას გამონაყარი კონკრეტული პროდუქტების მიღებისას, ოფლის გამოყოფისას, კბილების გახეხვისას, ჩახუტების და ემოციების გამოხატვისას ეწყებოდა.

ქალმა განაცხადა, რომ ის ვეღარ ახერხებს ბავშვის ჩახუტებას, რადგან ამან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, მშობლები მაინც ცდილობენ ჩახუტებას, რადგან ბავშვის ემოციური განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, ამ დროს თითქმის არ ეხებიან მის კანს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვს არ ჰქონდეს ძლიერი ემოციები. ის უნდა იყოს მხიარული, როგორც ყველა ბავშვი, მაგრამ მშვიდი. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მის ემოციურ მდგომარეობას. როგორც კი ბავშვი აქტიური ხდება, ის მაშინვე ჯდება დასასვენებლად.“

„ეს არის მუდმივი ბრძოლა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ უილოუს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს, მაგრამ ასევე გვახსოვს, რომ ნებისმიერმა რამემ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ჩემი შვილი ვერ თამაშობს ადგილობრივ პარკში, რადგან იქ ფუტკრები არიან. კბენამ კი შესაძლოა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს,“ - ამბობს ლორა.

მაგრამ ყველაზე საშინელი დედისთვის ის არის, როგორ აღიქვამენ მას გარშემომყოფები. ადამიანები, როდესაც მათ სავაჭრო ცენტრში ან ქუჩაში ხედავენ, ბავშვის გარშემო უამრავ კითხვას სვამენ.

„ახლა უილოუ ორი წლისაა. მუდმივი ანტიჰისტამინური წამლების მიღების წყალობით, ალერგია უკვე იშვიათად აწუხებს, დაახლოებით, კვირაში სამჯერ. ლორა იმედოვნებს, რომ გოგონას შანსი აქვს დაავადება დაძლიოს.

„იმედი მაქვს, რომ ასაკთან ერთად ჩემი პატარას პრობლემა გაქრება და ისე იცხოვრებს, როგორც სხვა ბავშვები. ახლა კი უბრალოდ, ვცდილობთ მდგომარეობა ვმართოთ,“ - ამბობს ქალი.