ავტორი:

სტიქიის მორიგი ეპიცენტრი იტალიაა: ქარიშხალი და დატბორილი პროვინცია - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

სტიქიის მორიგი ეპიცენტრი იტალიაა: ქარიშხალი და დატბორილი პროვინცია - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

იტალიის ჩრდილოეთში ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო დაახლოებით 1000 პირი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

  • მათი ცნობით, კერძოდ, იტალიის ჩრდილოეთის ემილია-რომანიას რეგიონში ქარიშხალი “ბორისის” შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაახლოებით 1000-ის ევაკუირებულია.

აღინიშნება, რომ ქარიშხალმა, რომელმაც აქამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება რავენას პროვინციაში მდებარე ტრავერსარას დასახლებაში, მაშ შემდეგ რაც მდინარე ლამონე ადიდდა.

წინასწარი ინფორმაციით, უკანასკნელ წყალდიდობას, რომელიც მეზობელ მარკეს რეგიონსაც შეეხო, მსხვერპლი არ მოჰყოლია.