ავტორი:

"მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება" - გიორგი გახარია

"მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება" - გიორგი გახარია

"მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა", - ამის შესახებ "გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც "ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების ჩაშლის პროცესი შეაფასა.

  • მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს დაწყება შეცდომა იყო.

"მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზეც უარის თქმა არ იქნებოდა სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება.

ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში“, - განაცხადა გახარიამ.