ტატო ზანანაშვილი, რომელსაც უკვე 9 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ცხედარი ხარაგაულში იპოვეს.
სწორედ ხარაგაულში ფიქსირდებოდა ბოლოს ზანანაშვილის კვალი. ის სახლიდან 12 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ძიების პროცესში ჩართული იყო პოლიცია.