კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
"ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაციას უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო”, - წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ატომური სადგური (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური) დაიპყრო და ამით მსოფლიოს აშანტაჟებს.