თანამედროვე მწერლისა და ესეისტის, დავით ქართველიშვილის რომანი მეგაპოლისი და ფიზიკური პირები ლიტერატურული პრემია “საბას“ ფინალისტებს შორისაა.
პროზაიკოსს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს ისეთი მოთხრობების კრებულებითა და რომანებით, როგორიცაა: “პოპური“, “იყო საღამო, იყო დილა“, “პროზისა და საკუთარი თავის შესახებ“, “ახალი წიგნი“, “მოცემულობა“, “ექვსი სიზმარი“ და “სიყვარული და მსხალი“.
მწერალმა ლიტერატურულ წრეებში აღიარება პირველივე წიგნის გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა. 2001 წელს მან ყურადღება მიიქცია მოთხრობების კრებულით “პოპური“. რისთვისაც წინანდლის პრემია გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალს. “პოპურის“ შესახებ მწერალი დათო ტურაშვილი წერს: “ნებისმიერი წიგნი, დღიდან ამ წიგნის გამოცემისა, მკითხველის საკუთრებაა, მაგრამ პირველი წიგნი გამონაკლისია - იგი მხოლოდ და მხოლოდ ავტორს ეკუთვნის. გაივლის კიდევ რამდენიმე წელიწადი და ამ პატარა წიგნის ავტორს მერამდენედ დაერქმევა ახალი წიგნის ავტორი, მერამდენედ გამოსცემს დავით ქართველიშვილი ახალ კრებულს, მაგრამ მისთვის ყველაზე ძვირფასი მაინც მისი პატარა კრებული იქნება, რადგან იგი დავით ქართველიშვილის პირველი წიგნია..."
“მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ დავით ქართველიშვილმა უკვე 12-წლიანი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა. რომანი გვიამბობს სრულიად უცხო გარემოში (შორეულ კალიფორნიაში) მოხვედრილ მთავარ გმირზე, თუ რა რეალური თუ შინაგანი აღმართ-დაღმართების დალაშქვრა უწევს მას, რას განიცდის ის. ეს არის საგა წასვლაზე, საკუთარ თავში მოსვლაზე, დიდ შინაგან აყალმაყალსა და საბოლოო გადარჩენაზე.
რას ნიშნავს დაბრუნება 12-წლის შემდეგ და როგორ იწერებოდა “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“, ამის შესახებ პროზაიკოსი დავით ქართველიშვილი გვიამბობს:
ვიტყოდი, რომ სასიამოვნოა, რადგან ბოლო 12 წლის მანძილზე წიგნი არ მქონდა გამოქვეყნებული. მოლოდინი მქონდა, რომ პრემიის ფინალისტებს შორის მოვხვდებოდი.
· როგორ იქმნებოდა რომანი “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“?
სხვათა შორის, მე სწრაფად ვწერ, უბრალოდ დიდხანს ვფიქრობ. ერთი წელი დამჭირდა, რომ რაზეც ვფიქრობდი, წიგნად ქცეულიყო, მაგრამ ალბათ 10 წელი ვფიქრობდი, ამ ყველაფრისთვის როგორი ფორმა უნდა მიმეცა.
ვიტყოდი, რომ რომანი ცხოვრებისეულ რეალობაზე არის დაფუძნებული. შეიძლება, ბიძგი ქართული რეალობაა, მაგრამ მე უფრო მინდოდა, ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაზე დამეწერა, გადმომეცა სამყაროში ადამიანის შესახებ...
მკითხველთან კავშირი ბუნებაში მყარდება, ამას შენ თვითონ ვერ გააკეთებ, დარწმუნებული ვარ. ხანდახან ვგრძნობ, რომ ვიღაცები კითხულობენ. განწყობას გააჩნია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა განწყობები არსებობს, ცალ-ცალკე ვარსებობთ მე და ჩემი წიგნების მკითხველები.
რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ ბევრი მკითხველი მეყოლება.
დიახ, ეს ალბათ 24 წლის წინანდელი წინათქმაა და მის იდეას ვეთანხმები, უბრალოდ ჩემთვის პირველი წიგნის ეფექტი ალბათ უფრო მაშინ იყო, როდესაც პირველი ორი მოთხრობა 1999 წლის ნოემბერში გაზეთ “ალტერნატივაში“ დაიბეჭდა. თარიღი დღემდე ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ ვიგრძენი, რომ ეს პირველია და რაღაც შეიცვალა, შემდეგ წერა და გამოქვეყნება თანდათან საქმედ იქცა.
ასე ცალსახად ვერ ვიტყვი... მოთხრობებს და ესეებს ვწერ და მინდა, რომ რომანი დავწერო, მაგრამ პაუზა და კარგად მოფიქრებაა და რამდენი ხანი დამჭირდება, არ ვიცი. დიდხანს ვფიქრობ ხოლმე და შემდეგ სწრაფად ვწერ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ.