ავტორი:

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?!“ - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

“შევხედოთ ამ ხალხს, რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! ხელოვნური პლატფორმების ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები- მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის,“ - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში სინამდვილეში ლიდერებიც კი არ ჰყავთ.

“თუ გვერდზე გადავდებთ დიდ პოლიტიკურ თემებს, კერძოდ, გამოწვევებს, რაც ოპოზიციის სახით აქვს საქართველოს, დღევანდელ ოპოზიციას რომ შევხედოთ, ამ ხალხს რა უნარი აქვთ, რომ ქვეყანა მართონ?! გეგმა და ხედვა არ აქვთ, ერთადერთი ხელოვნური პლატფორმების ჩამოყალიბებით არიან დაკავებულები.

საბოლოოდ, იმასაც ამბობენ, რომ ტექნიკურ მთავრობას შექმნიან. ხელმძღვანელობა კი არ უნდათ, ქართველი ხალხის ინტერესების თუ სატკივრის გაზიარება კი არ უნდათ, მოკლე პოლიტიკური მიზნები აქვთ დასახული იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ რას გააკეთებენ კაციშვილმა არ იცის.

ასეთი ქაოტურები არიან საბოლოოდ. რატომ არიან ასეთი ქაოტურები? რატომ არის რომ ლიდერები არ ჰყავთ სინამდვილეში? რაღაც სხვადასხვა სახეა, რომელსაც ანაცვლებენ. თუ პრობლემური გახდება ერთი, მეორით ჩაანაცვლებენ. ლიდერიც არ სჭირდებათ. როდესაც გარედან იღებ მითითებებს, იქ ლიდერი შეიძლება ხელისშემშლელი იყოს. ეს არის ერთგვარი გაერთიანება, საერთო კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ რომელიც მოქმედებს არა საკუთარი გადაწყვეტილებებით, არამედ გარედან კარნახით. ხელისუფლება მათ არ უნდა ამ ქვეყნის სამართავად, უნდათ, რომ ლანგრით მიართვან უცხოელ თუ გარე მფარველებს“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.