ავტორი:

"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ

"მასონები საქართველოში ადრეც იყვნენ და ახლაც არიან...": - ვინ არიან მასონები და ვინ იყო პირველი ქართველი მასონი? ყველაფერი მასონთა ლოჟის შესახებ

1717 წლის 24 ივლისს ლონდონში, ტავერნაში, რომელსაც Goose and Gridiron ერქვა, პირველი მასონთა ლოჟა დაარსდა. ასე ჩამოყალიბდა რელიგიურ-ეთიკური მიმდინარეობა, რომელსაც დღეს მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მასონებზე უამრავი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა და დღემდე ვრცელდება. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არიან ისინი ჩრდილში ან რატომ მალავენ თავიანთ ვინაობას, ამიტომ, საქართველოში მასონების მიმართ ერთგვარი გაურკვევლობა და შიშიც კი იგრძნობა. უმრავლესობამ არ იცის, რომ მასონები იყვნენ გენიალური მოცარტი და ბეთჰოვენი, ჩერჩილი და დანტონი, ვოლტერი და არტურ კონან დოილი, კიპლინგი და ოსკარ უაილდი, ბენჯამინ ფრანკლინი და ჯორჯ ვაშინგტონი...

რით აიხსნება მასონების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? - ამ საკითხზე ჟურნალ "გზას" ესაუბრა თეოლოგი ლევან აბაშიძე:

- მასონთა მოძრაობა მე-18 საუკუნის ინგლისში ჩაისახა - ეს იყო ეპოქა, როცა განმანათლებლობა ძალიან პოპულარული ხდება და სწორედ ამ ფონზე იქმნება მასონური ლოჟები. მასონებს საკმაოდ კარგი მიზნები ჰქონდათ: უკეთესი საზოგადოების შექმნა, სიკეთე, თანასწორობა, ძმობა - მათი ლოჟები სწორედ ამ იდეების კარნახით იქმნებოდა. თავისუფალი მასონი ფრანგულად "მშენებელს", ანუ ხუროთმოძღვარს ნიშნავს.

მასონები ფართოდ იყენებდნენ მშენებელთა სიმბოლიკას, რადგან მე-18 საუკუნეში მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო, განსაკუთრებით, ტაძრების. ამიტომ, მშენებლებს თავიანთი გაერთიანებები ჰქონდათ. მშენებლები და ხუროთმოძღვრები მთელ ევროპაში მოძრაობდნენ, მათ თავიანთი სიმბოლოები და რიტუალები ჰქონდათ და სწორედ ეს სიმბოლიკა გამოიყენეს მასონებმა. მ

ათ მოძღვრებაზე დიდი გავლენა იქონია ბიბლიურმა და ქრისტიანულმა იდეებმა. მათ ადამიც კი პირველ მასონად, ანუ პირველ მშენებლად მიაჩნდათ. მასონურ მოძღვრებაში დიდი ადგილი დაიკავა ბიბლიურმა სიმბოლიკამ, რომელსაც მოგვიანებით ტამპლიერების და სხვა რაინდული ორდენების სიმბოლიკაც დაემატა. მასონური სიმბოლოები სერიოზული შინაარსითაა დატვირთული, რაც ამ მიმდინარეობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას ანიჭებს.

  • ცოტა რამ ქართველ მასონებზე

პირველი ქართველი მასონი მიხეილ ბარათაშვილი გახლდათ - ცნობილი ნუმიზმატი და მეცნიერი. ის რუსეთში ვახტანგ მეექვსესთან ერთად გადასახლებული არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი იყო. 1816 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის მასონურ წრეებთან და განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები ჰქონდა დეკაბრისტებთან. 1816 წლიდან იგი ხდება მოსკოვში დაარსებული რუსეთის მთავარი მასონური ლოჟის წევრი და აქტიური მოღვაწე... წაიკითხეთ ვრცლად