ავტორი:

თბილისში აქცია - "სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს

თბილისში აქცია - "სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს

თბილისში, აქცია - "სოლიდარობა შუქრუთელებს“ მიმდინარეობს.

  • მათ აქცია პარლამენტთან დაიწყეს და მსვლელობით საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნები გააჟღერეს.

"ჯორჯიან მანგანეზის“ დღევანდელი განცხადების პასუხად შუქრუთელები საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

„ჩვენი სოფელი იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცები გამდიდრებისთვის ფიქრობენ. ადამიანებს სიტყვის თქმის უფლებაც არ ეძლევათ, რადგან ისინი დაშინების მსხვერპლი არიან. გამოვიდნენ და თქვან, ვისგან ვართ მართულები! ჩვენ ჩვენი გაჭირვების და უსამართლობისთვის ვართ აქ. მართული ადამიანი 1 კვირაზე მეტი არ გამოვა გარეთ.

ჩვენ უკვე 8 თევა გარეთ ვართ, პირიც კი ამოიკერეს ბიჭებმა იმის გამო, რომ სახელმწიფოსგან ყურადღება მიგვეღო. ყველა ორგანოს მხრიდან უსინდისობაა ის, რომ მართულებს გვეძახიან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.