ავტორი:

"ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში... ვინც იფიქრა, ამით დამჩაგრავს, არარაობაა" - იმამკულიევი

"ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში... ვინც იფიქრა, ამით დამჩაგრავს, არარაობაა" - იმამკულიევი

პოლიტიკოსი აჰმედ იმამკულიევი "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ.

  • როგორც იმამკულიევი „ფეისბუქზე“ წერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ სიაში მისი სახელი და გვარი ისე ჩაწერა, რომ მისგან თანხმობა არ მიუღია.

"აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.

ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში.

ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენ საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში, არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი... რასაც აქ, საჯაროდ ვერ ვწერ!“- წერს აჰმედ იმამკულიევი.