ავტორი:

28 სექტემბერს მარნეულში UNFPA "პალიტრა L-თან" ერთად სამაგიდო თამაშ "პერსონას" წარადგენს

28 სექტემბერს მარნეულში UNFPA "პალიტრა L-თან" ერთად სამაგიდო თამაშ "პერსონას" წარადგენს

28 სექტემბერს მარნეულში გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) „პალიტრა L-თან“ ერთად წარადგენს სამაგიდო თამაშ „პერსონას“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და დისკუსიის დაწყებას ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაციული მიდგომა და სხვა.

თამაში სპეციალურად UNFPA-ს პროექტისთვის შექმნა BG Era Games-მა, ხოლო საქართველოში „პალიტრა L-მა“ გამოსცა. მისი პრეზენტაცია უკვე შედგა ახალციხეში, მარნეულის შემდეგ კი მას თელავში მცხოვრები ახალგაზრდები გაეცნობიან და მათ ყველასთვის საყვარელი კონტენტ კრეატორი ელენიკო ფოქსიც შეუერთდება.

პრეზენტაციაზე მისულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავიანთ გუნდებთან ერთად ითამაშონ „პერსონა“ და მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქვიზებში, რომელთა გამარჯვებულებსაც გამომცემლობა „პალიტრა L-ი” დააჯილდოვებს.

როგორც გაერო-ს მოსახლეობის ფონდში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შედარებით დაბალია, პროექტი ახალგაზრდებს სტერეოტიპებთან დაკავშირებულ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

პერსონას“ რეგიონული შეხვედრები ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახლეობის ფონდი შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.

შეხვედრები ტარდება პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაში „პერსონა“ ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. თამაშის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალისთვის კი ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს.

R