მიმდინარე წლის აგვისტოში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 74 წლის ზურაბ ლაშხი მკვლელობის ფაქტზე სკოლის მოსწავლე დააკავეს. მომხდარის სავარაუდო მიზეზად მაშინ რამდენიმე ვერსია დასახელდა. მათ შორის, ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გოგონაზე ძალადობის მცდელობას, თუმცა მოკლულის ახლობლები მოზარდზე ძალადობის ან რაიმე სახის შესაძლო ზეწოლას გამორიცხავენ.
ასევე, კიდევ ერთი არაოფიციალური ვერსიით, დანაშაულის მოტივაცია შესაძლოა, ძარცვა ყოფილიყო. რაც შეეხება დაკავებულ არასრულწლოვან გოგონას, არსებული ინფორმაციით, ის სურამში დასასვენებლად იმყოფებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული, მოზარდი კი დანაშაულის შემდეგ ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა აღნიშნა:
"ჩვენ შეგვილია გითხრათ მხოლოდ ის, რომ არასრულწლოვანს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, რომელიც მან ჩაიდინა შურისძიების ნიადაგზე.
დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდებული თავადაა მსხვერპლი და ამ გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა მის მიმართ უკანონო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
"სიმართლე არის ის, რაც დაადასტურა გამოძიებამ. არანაირ ყაჩაღობას, არანაირ ანგარებით მოტივს და არანაირ უმიზეზო ქვენაგრძნობით ხულიგნურ მკვლელობას ადგილი არ ჰქონია. საჭესთან იჯდა ის პირი, რომელიც იჯდა - გარდაცვლილი, სწორედ მან მიიყვანა არასრულწლოვანი იმ მიყრუებულ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, სადაც მიიყვანა...
ადგილი ჰქონდა არსებით პროცესუალურ დარღვევებს. კერძოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 52-ე მუხლის დარღვევით გამოკითხვას. გამოკითხვის უდიდეს ნაწილს არ ესწრებოდა კანონიერი წარმომადგენელი, რაც არის დიდი დარღვევა. აგრეთვე, ასე ვთქვათ, პოლიციის მიერ, მიწვევით იყო ჩანერგილი კონკრეტული პროცესუალური აქტორი" - ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი. უფლებადამცველისა და პროკურორის კომენტარებს "მთავარი არხი" ავრცელებს.
წაიკითხეთ ასევე: