ავტორი:

"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი

"ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა" - პაპუაშვილი

სანამ ქალბატონი სალომე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა, მაშინ როცა ის საფრანგეთში ცხოვრობდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს იმის ფონზე აკეთებს, როცა თავად კონსტიტუციას არღვევს.

"ამიტომ რაღაც აღმოჩენებს თუ აკეთებს ის თავისთვის, არ ვიცი, საქართველომ გადაიტანა ეს ომები და ამაში ქალბატონი სალომეს ისტორიის გაკვეთილები არ გვჭირდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ის ამ განცხადებას აკეთებს იმპირობებში, როცა ის კონსტიტუციას არღვევს. აღმოჩნდა, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფება მთავრობის თანხმობის გარეშე, რაც ერთხელ უკვე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ კონსტიტუციის დარღვევაა, მან მართალია თავიდან შეურაცხმყოფელი სიტყვებით აკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა, შემდეგ როცა "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ სასამართლოს ლეგიტიმაცია აღიარა. შესაბამისად, ის აღიარებს, რომ დღეს კონსტიტუციას არღვევს. ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც უხეშად, პირდაპირ, განზრახ არღვევს იმ საფიცარს, რომელიც ჩვენი ერის ეროვნული საფიცარია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სულიერი საფიცრები, მაგრამ ჩვენი ეროვნული საფიცარი, ჩვენი დროშა, ჩვენი გერბი და ჩვენი კონსტიტუციაა, სწორედ ამ საფიცარს დღეს ის ფეხქვეშ თელავს იმით, რომ განზრახ არღვევს კონსტიტუციას...

ზოგადად, როცა ადამიანი არღვევს კანონს, კონსტიტუციას, იმხელა ციცაბო დაღმართში ეშვება, იქ ყველანაირი მორალური ზღვარი იშლება და ეს არის ახლა, რაც გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ასეთი ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს თუნდაც "ქართული ოცნების" მიმართ, რომელიც ანარეკლია იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა, რომელსაც ვისმენთ, როგორც ჩანს, მათგან სწავლობს ის, როგორ ელაპარაკოს ქართველ ხალხს", - განაცხადა პაპუაშვილმა.