ავტორი:

ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება"

ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  საარჩევნო პროგრამის წარდგენა გადაიდო - რა განცხადებას ავრცელებს "ქართული ოცნება"

“ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.

„თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, - ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.