უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა 8 მოადგილიდან 4-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ხელი მოვაწერე მინისტრთა კაბინეტისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების - სტანისლავ გაიდერის, ალექსანდრე სერგეის, იური ჯიგირის, ლუდმილა დარაგანის გათავისუფლების წარდგენის შესახებ“, - აღნიშნა უმეროვმა.
"ახალი დანიშვნების შესახებ, მათ შორის მინისტრის მოადგილეების შესახებ, ცალ-ცალკე შეგატყობინებთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, აგრძელებენ თავდაცვის შესყიდვების სააგენტოს და სახელმწიფო ლოგისტიკის ოპერატორის რეფორმას და უახლოეს მომავალში ორივე სტრუქტურისთვის სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნება.