ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ამის თაობაზე ინფორმციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
"რუსთვი 2"-ის ცნობით, გარდაცვლილთაგან ერთი სამართალდამცველია. 2 პირი მძიმე დაზიანებებით ჯანმრთელობის სახლ “გურიაში” გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში გადაუდებელ დახმარებას უწევენ.