ავტორი:

სარაკეტო თავდასხმამდე ორმა ტერორისტმა ტრამვაის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნა: არის მსხვერპლი - უმძიმესი კადრები ისრაელის ქალაქიდან

სარაკეტო თავდასხმამდე ორმა ტერორისტმა ტრამვაის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნა: არის მსხვერპლი - უმძიმესი კადრები ისრაელის ქალაქიდან

რვა ადამიანი დაიღუპა ტერორისტულi თავდასხმისას, რომელიც სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, საღამოს საათებში ისრაელის ქალაქ იაფაში, იერუსალიმის ქუჩაზე მოხდა.

რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა. დაშავებულები გადაიყვანეს თელ-ავივის იხილოვის საავადმყოფოში და ჰოლონის ვოლფსონის ლინიკაში.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ტრამვაის გაჩერებაზე. პოლიციის ცნობით, ეს არის ტერორისტული თავდასხმა.

  • არსებული ინფორმაციით, ორი ტერორისტი ტრამვაიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. ისინი უშიშროების ძალებმა რამდენიმე წუთში გაანადგურეს. ტერაქტი ირანიდან სარაკეტო თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. ტერაქტის ადგილზე პოლიციის დიდი ძალებია ამ დრომდე მობილიზებული. ტერიტორიას ამოწმებენ და სწავლობენ.

"ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა თითქმის არ შეწყვეტილა“, - იხსენებს მოტი, ტერორისტული თავდასხმის ადგილის მახლობლად მდებარე ჯიხურის მფლობელი. მისი თქმით, სროლა უცბად დაიწყო და ატყდა პანიკა. ‘’ეს ძალიან რთული სანახაობა იყო’’-ყვება იგი.

როგორც ირკვევა, ტერორისტებმა თავდაპირველად ხალხი ტრამვაიში დახვრიტეს, შემდეგ კი გაჩერებაზე ჩამოვიდნენ და სადგურზე მდგარ ადამიანებს დაუწყეს სროლა.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

წაიკითხეთ ასევე: