"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.