მომღერლისა და მუსიკალური პროდიუსერის, R. Kelly-ის ქალიშვილი ამბობს, რომ ბავშვობაში მამა მას სექსუალურად ავიწროებდა. ამჟამად რეპერი პატიმრობაში, მას ბრალად ედება პედოფილია და ადამიანებით ვაჭრობა.
"მახსოვს, როდესაც მეხებოდა, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ისე ვიწექი, თითქოს მეძინა, მეშინოდა, რომ ეს დედასთვის მეთქვა", - ამბობს გოგონა.
”მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს აღსარებას აზრი არ ჰქონდა”, - თქვა აბიმ და დასძინა, რომ ბავშვობაში მომხდარი ტრავმული ინციდენტის გამო, მას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა: ”ერთ წამში მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა და მე თვითონ დავკარგე ის ნაპერწკალი და სინათლე, რომელიც ჩემში იყო."
გოგონას თქმით, მას სუიციდური აზრები მოსდიოდა. ერთ დღეს დედამ ქალიშვილს ხელებზე ჭრილობები აღმოაჩინა.
მას შემდეგ, რაც ბუკუმ დედას ყველაფერი უამბო, გოგონამ მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა, ისევე როგორც ძმა რობერტმა და მათმა კიდევ ერთმა დამ ჯაამ.
R. Kelly-ის ადვოკატმა People-თან საუბარში ების მონაყოლი უარყო. მისი თქმით,ცოლმა წლების წინ დაადანაშაულა ყოფილი ქმარი ქალიშვილის შეურაცხყოფაში და საქმე ილინოისის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის მიერ იქნა გამოძიებული, მაგრამ მტკიცებულებები არ იქნა ნაპოვნი. მამაკაცმა დასძინა, რომ დოკუმენტური სერიის ავტორები მის კლიენტს კომენტარისთვის არ დაუკავშირდნენ.
დოკუმენტური ფილმში საუბარია ბუკუს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მათ შორის სუიციდურ ფიქრებზე, რაც მისთვის ბავშვობის დროინდელი ტრავმის გრძელვადიანი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ 55 წლის რეპერს სექსუალური ძალადობის, ტრეფიკინგისა და გამოძალვის ბრალდებით 2022 წლის ზაფხულში 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
R. Kelly მოზარდებსა და ქალებზე ათწლეულების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. დანაშაულის ჩადენისას კი ის ხშირად იყენებდა საკუთარ სტატუსს. ეს იყო პირველი დიდი სასამართლო პროცესი, რომელზეც სექსუალურ ძალადობას განიხილავდნენ და რომელზეც ბრალდებულთა უმრავლესობა ფერადკანიანი ქალი იყო.