პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში მივიდა.
"ბუნებრივია არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება... იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის მოსაზრებით, თუკი არჩევნებამდე წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამომრჩევლისადმი პატივისცემა იქნება.
"თუკი ამომრჩევლისთვის წინასწარ იქნება ცნობილი ფიგურა, რომელმაც უნდა მართასო ქვეყანა, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემას ადასტურებს“, - აღნიშნა მან.
ამასთან , ხუხაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ,რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს.
"არ მგონია ნიკა გილაურის კანდიდატურა განიხილებოდეს“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს 15 ოქტომბერს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.