ავტორი:

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს წულუკიანს შეცვლის.

თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის "თბილისის კონცერტინოს" დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბერს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა.