ავტორი:

ქართველების ჯახი სერია A-ში და კვარაცხელიას მორიგი გაბრწყინება - "კვარამ" გოლი გაიტანა და "ნაპოლის" მოაგებინა

ქართველების ჯახი სერია A-ში და კვარაცხელიას მორიგი გაბრწყინება - "კვარამ" გოლი გაიტანა და "ნაპოლის" მოაგებინა

სერია A-ს მერვე ტურში "ემპოლისა“ და „ნაპოლის“ მატჩი გაიმართა, სადაც ნეაპოლური გუნდის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კვლავ გაიბრწყინა

  • "კვარამ" მატჩის 63-ე წუთზე 11-მეტრიანი ნიშნულიდან დაარტყა და მეტოქის კარი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი გამორჩეული იყო კიდევ ერთი მიზეზით, შეგვიძლია მას ქართული დაპირისპირებაც ვუწოდოთ, რადგან მოედანზე ამ თამაშში კიდევ ერთი ქართველი იყო - "ემპოლის" რიგებში ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე თამაშობს, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული და მძიმე აღმოჩნდა, კვარაცხელიას გოლი კი ერთადერთი იყო ამ თამაშში, შესაბამისად, ანგარიშით 0-1 ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგების შედეგად, ნაპოლი ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.

  • ნახეთ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი 11-მეტრიანის ვიდეო: