63 წლის იტალიელი კაცი, რომელიც კომიდან გამოვიდა, თვლის, რომ 24 წლის არის და ახლა 1980-იანი წლებია. ლუჩიანო დადამო ვერ ცნობს ცოლსა და შვილს, რადგან არ ახსოვს, რა მოხდა ბოლო 39 წლის განმავლობაში.
კაცი, როდესაც საავადმყოფოში გონზე მოვიდა, მედდას დედის ტელეფონის ნომერი უკარნახა.
როდესაც პალატაში მისთვის უცხო ქალი შევიდა, ლუჩიანო გაოცებული დარჩა:
"მან დამიძახა ლუჩიანო და გაოცებული დავრჩი, საიდან იცოდა ჩემი სახელი".
როგორც გაირკვა, მას საკუთარი შვილი გაეცნო. ლუჩიანომ გაიფიქრა: "როგორ შეიძლება ის, ვინც გაცილებით გვიან დაიბადა, ჩემი შვილი იყოს?".
რაც შეეხება ცოლს, კაცს ის ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში ახსოვს, რომლის ცოლად მოყვანასაც აპირებდა. მას აღარ ახსოვდა ის წლები, რომლებიც ერთად გაატარეს. ლუჩიანოს ჯერ კიდევ უჭირს იმის გააზრება, რომ 30 წელს გადაცილებული შვილი ჰყავს, რომელიც "მასზე უფრო დიდია". ასევე გაოცებულია სმარტფონებითა და GPS ნავიგაციით, რადგან ახლიდან სწავლობს თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობას.
კაცი ახლა 68 წლისაა და ლუჩიანო კვლავ მუშაობს ექიმებთან და ოჯახთან ერთად, რათა დაკარგული დრო აღიდგინოს. ნელ-ნელა ქმნის ახალ ურთიერთობებს თავის ცოლთან, შვილთან და შვილიშვილებთან, და ცდილობს, 2024 წელს ადაპტაცია მოახდინოს გარემოსთან.
მისი ბოლო მოგონებაა, როდესაც 1980 წელს ფიუმიჩინოს აეროპორტში მუშაობდა.