YouTube- ის პოპულარული ბლოგერი ამირან სარდაროვი, რომელსაც 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2020 წელს შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.
წლების წინ, „ხაჩის დღიურის“ წყალობით, სარდაროვი რუსეთში ცნობილი გახდა. გადაწყვიტა, რომ უცხო ქვეყანაში მას იგივე წარმატება ელოდა, ბარგი შეკრა და წავიდა.
თავად ეროვნებით ქურთია, მაგრამ იუმორით უდგება ყველა სტერეოტიპს და მზადაა საკუთარ თავზეც იხუმროს.
ბავშვობაში მიზნად დაისახა, რომ საცხოვრებლად გადასულიყო ამერიკაში, რადგან ის უცხოურ ფილმებზე და მულტფილმებზე გაიზარდა. მოგვიანებით, რუსეთში ცნობილი გახდა და წარმატებამ თავბრუ დაახვია: "ზოგჯერ ვიღვიძებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები უღირსები იყვნენ.“ ამიტომაც გადაწყვიტა ამერიკის დაპყრობა და მსოფლიო აღიარების მოპოვება.
მაგრამ, როდესაც სხვა კონტინენტზე ჩავიდა, მიხვდა, რომ "ამერიკული ოცნება", როგორც ფილმებიდან წარმოედგინა არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ქორწინების დასრულებამ სარდაროვს ახალი გამოცდილება მოუტანა, და იმავდროულად, იმედგაცრუებაც. "ამ სიტუაციაში ბევრი გაკვეთილი მივიღე, და ასევე, ბევრი ტკივილი. მაგრამ, ალბათ, ეს ტკივილი იმ დროს ჩემთვის საჭირო იყო. უფრო ნაკლებად მგრძნობიარე გავხდი, და ამან მაიძულა კვლავ დავფიქრებულიყავი და საკუთარი თავისთვის გვერდიდან შემეხედა" – ამბობს 38 წლის მამაკაცი.
ცოტა ხნის წინ, სარდაროვმა ბავშვობის ტრავმებზე ისაუბრა და მამაზე საუბრისას ატირდა.
ბავშვობაში, დედასთან ერთად საქართველოდან სწორედ მამამისის გამო გაიქცა. მამა არ მუშაობდა და ბევრს სვამდა.
მამასთან რთული ურთიერთობის გამო, სარდაროვს პირად ცხოვრებაში მუდმივად პრობლემები აქვს. მას ეშინია, რომ მამამისის მსგავს კაცად არ გადაიქცეს და საყვარელ ადამიანებს ტკივილი არ მიაყენოს.
"მე ძალიან მეშინია, რომ როგორც მამა, მეც ისეთივე გავხდები. ქორწინება რთული რამაა, სადაც ადამიანები, რატომღაც, ცდილობენ ერთმანეთს ტკივილი მიაყენონ. ძალიან მეშინია, რომ მამაჩემის გზას გავიმეორებ. ასევე, მეშინია, რომ ქალი მიმატოვებს ბავშვებთან ერთად. უფრო სწორად, ბავშვების გარეშე დამტოვებს. ძალიან მეშინია, რომ ამას ვერ გადავიტან,“ – ამბობს სარდაროვი.
ამირან სარდაროვი დაიბადა მოსკოვში, საქართველოდან ემიგრირებული ქურთების ოჯახში. როდესაც ამირანი ბავშვი იყო, მისი მშობლები საქართველოში დაბრუნდნენ. ადრეული ბავშვობა საქართველოში გაატარა, მაგრამ მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად რუსეთში დაბრუნდნენ. ამბობს, რომ ის და დედა, მოძალადე მამას გამოექცნენ.