პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან.
აქცია 19:00 საათზე, პარლამენტის წინ უნდა დაიწყოს, სადაც ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარეობს სცენის მოწყობაც, აქვე დამონტაჟებულია შესაბამისია აპარატურა.
სალომე ზურაბიშვილმა აქცია გუშინ, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დაგეგმა.
როგორც პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან და დღევანდელი აქციით მსოფლიოს უნდა აჩვენონ, რომ არჩევნებს არ აღიარებენ.