"სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე", - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
"ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ გვაერთიანებს სამართლიანობა.
გამოსავალი აქვთ, გამოძიება და ამ შედეგების გადახედვა. შესაძლებელია ბევრი ოლქების გადახედვა და თავიდან არჩევნების ჩატარება, ეს არის მათთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. ხუთი სისტემური მაქინაცია და სქემა გვაქვს დაიდენტიფიცირებული, რომელმაც ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.