ავტორი:

185 ათასი ადამიანი ე.წ. შავ სიაშია და სესხს ვერ იხდის - როგორია სტატისტიკა?

185 ათასი ადამიანი ე.წ. შავ სიაშია და სესხს ვერ იხდის - როგორია სტატისტიკა?

საქართველოში მსესხებლების 9,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.

"კრედიტინფოს“ 2024 წლის სექტემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 185 242 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 359 302-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 163 010 159 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. შედარებისთვის, 2024 წლის ივნისის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 187 069 მსესხებელს უფიქსირდებოდა; აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 192 273 მსესხებელს, თებერვლის სტატისტიკით - 194 745 მსესხებელს; 2023 წლის დეკემბერში - 201 047 მსესხებელს; 2023 წლის იანვარში კი 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება - 224 016 პირს უფიქსირდებოდა.... წაიკითხეთ ვრცლად