საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ე.წ. "ქოლცენტრების" საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ გამოძიება გრძელდება.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ ე.წ. „ქოლცენტრების“ საქმესთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო საქმეში ფიგურანტი კონკრეტული პირების საბანკო ანგარიშებს.
დღეის მდგომარეობით გამოძიება გრძელდება და სამსახური საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ”, - ნათქვაია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევრებს, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
წაიკითხეთ ასევე: