Heathrow-ს აეროპორტში, British Airways-ის რეისის ორმა მგზავრმა დონალდ ტრამპის ლოზუნგით, Make America Great Again, გაფორმებული ქუდის გამო იჩხუბა. 40 და 60 წლის ქალები აშშ-ში აპირებდნენ გამგზავრებას.
პოლიციამ ისინი კაპიტნის თხოვნით, თვითმფრინავიდან ჩაიყვანა. შემდეგ ორივე მათგანმა ერთმანეთის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
"ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ მგზავრებს დაგვიანებისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დაძაბულობა უკიდურესად მაღალია. ეკიპაჟი 9 1000 მეტრის სიმაღლეზე ასეთი ჩხუბის რისკს ვერ გასწევდა. ჩვენი თანამდებობის პირები ვერ იხსენებენ შემთხვევას, როდესაც რეისი მგზავრის ბეისბოლის ქუდის გამო დაგვიანდა. ეს უჩვეულო შემთხვევა იყო", - აცხადებენ British Airways-ში
წითელი ქუდები, რომლებიც დონალდ ტრამპის ვებ-გვერდზე 65 დოლარად იყიდება, აშშ-ის ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და დემოკრატებს შორის კონფლიქტის მიზეზი წარსულშიც გამხდარა.