ავტორი:

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა  ბიჭი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა  ბიჭი ემსხვერპლა - დაშავებულია კიდევ ერთი პირი

ქობულეთში მომხდარ ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ახალგაზრდა ბიჭი მიღებული დაზიანებებით კლინიკაში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაშავებულია ასევე შუა ხნის მამაკაცი.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.