ავტორი:

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით "ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დასრულდა.

შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა.

დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.