ავტორი:

28 ნოემბრიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი "ჰამლეტის" პრემიერას უმასპინძლებს

28 ნოემბრიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი "ჰამლეტის" პრემიერას უმასპინძლებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე , 28 და 29 ნოემბერს, 1, 7, 15, 29 დეკემბერს უილიამ შექსპირის „ჰამლეტის“ პრემიერა შედგება.

98 წლის ისტორიის მქონე თეატრში, შექსპირის „ ჰამლეტი“ პირველად იდგმება და ის დიდი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის ხსოვნას ეძღვნება.

პიესის თარგმანი ლელა სამნიაშვილის.

დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი. მხატვარი მიხეილ ჟიგულსკი. კოსტიუმების მხატვარი ვლადა კუნაევა. ქორეოგრაფი გია მარღანია. მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის. რეჟისორის თანაშემწე ინგა კაჭახიძე.

შექსპირის „ ჰამლეტი“ არაერთხელ დადგმულა ქართულ თეატრში. სხვადასხვა ინტერპრეტაციით, არაერთხელ უსაუბრიათ სცენიდან მარადიულ თემებზე : უღირსი მეთოებით ძალაუფლებისა და ხელისუფლებისთვის ბრძოლაზე; ამ ბრძოლაში ღირსეული ადამიანების კრახზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე, ყოფნა არყოფნაზე. მოზარდ მაყურებელთა თეატრი , „ ჰამლეტის“ საკუთარ, განსხვავებულ სცენიურ ვერსიას გთავაზობთ , სადაც არც ეპოქა იკითხება და არც ადგილი. განსაკუთრებით საინტერესო , მინიმალისტური სცენოგრაფიისა და კოსტიუმების ფონზე, რომელსაც რეჟისორის ჩანაფიქრი კრავს.

მონაწილეობენ: ნიკოლოზ ფაიქრიძე, ელენე დარჩია, მარიამ ჩუხრუკიძე, ვანო დუგლაძე, ქეთი ჩაჩუა, რატი გოგუაძე, ალექსანდრე კვეზერელი, დევი რეხვიაშვილი, ვახტანგ ჩაჩანიძე, დავით როსტომაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.

R