თბილისში ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
ისინი მსვლელობით 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ „წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას და მომავლის წართმევას“.
მსვლელობის პარალელურად, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, დაგეგმილ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
„გვინდა, მოსახლეობას გავაგებინოთ ის მნიშნველოვანი მეისჯები, რისი თქმაც გვინდა, კერძოდ ის, რომ წართმეული არჩევნები ნიშნავს ქვეყნის უკუსვლას, ჩვენი მომავლის წართმევას, ეს ნიშნავს სიღარიბეს“, - აღნიშნავენ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები.