ავტორი:

პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო - აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებიან, რუსთაველზეა რეგიონიდან ჩამოსულთა ნაწილი

პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო - აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც იმყოფებიან, რუსთაველზეა რეგიონიდან ჩამოსულთა ნაწილი

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.


msvleloba


აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.

შეკრებილები გეგმავენ, რომ ღამე პარლამენტთან გაათენონ. აქციაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. გარდა ამისა, საპროტესტო აქციას ავტოკოლონებით რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

mankanebi

ფოტო: ezz gaber


აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები და საქართველოს დროშები. ისინი სტვენით, შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს და სკანდირებენ: "საქართველოს გაუმარჯოს!"


ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


იხილეთ ასევე: