ავტორი:

"საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია" - რას წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე?

"საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია" - რას წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე?

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც საქართველოს პარლამენტის დღეს დაგეგმილი სხდომა არაკონსტიტუციურია.

  • „საქართველო საკონსტიტუციო კრიზისშია“, - წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია, რადგან მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია, მან უარი თქვა პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია მის შემცვლელად არავის ცნობს.