ავტორი:

ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება

ჯეინ ოსტინის "ემა" სპეციალურ ფასად - "პალიტრა L-ის" სერია "კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" გრძელდება

დღეიდან, 25 ნოემბრიდან „პალიტრა L“-ის პოპულარული სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში ჯეინ ოსტინის „ემას“ შეძენას სპეციალურ ფასად, 10 ლარად შეძლებთ. ეს გახლავთ სერიის მე-11 წიგნი, რომელიც ფართო საზოგადოების გამოკითხვის შედეგად შეირჩა.

„ემა“ ჯეინ ოსტინის ყველაზე დახვეწილ ნაწარმოებად ითვლება. რომანში გამოყენებულია დახვეწილი იუმორი, სარკაზმი და მორალური დილემები, რაც ოსტინის სტილს განუმეორებელს ხდის.

ოსტინმა თავის პირველივე წინასიტყვაობაში აღნიშნა, რომ შექმნა ისეთი გმირი, რომელიც „გარდა მისივე ავტორისა, არავის მოეწონებოდა“. ემა ვუდჰაუზი განებივრებული, თავდაჯერებული და გარკვეულწილად ეგოისტური პერსონაჟია, რაც მას განსხვავებულს ხდის ოსტინის სხვა გმირებისგან. ბევრი რომანტიკული რომანისგან განსხვავებით, "ემაში" მთავარი გმირი არ ეძებს სიყვარულს ან ქორწინებას. ემას ამბავი უფრო მის პიროვნულ ზრდაზე, შეცდომების გაცნობიერებაზე და საკუთარი საქციელის შედეგებზე დაკვირვებაზეა ორიენტირებული.

საინტერესოა, რომ „ემა“ გამოქვეყნდა 1815 წელს ჯონ მიურეის მიერ ლონდონში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომლის გამოცემაც თავად ჯეინ ოსტინმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.

„ემას“ უამრავი ეკრანიზაცია აქვს. განსაკუთრებით გამორჩეულია 1996 წლის ფილმი გვინეთ პელტროუს მონაწილეობით და 2020 წლის ვერსია ანია ტეილორ-ჯოის შესრულებით.

წიგნის სააქციო ფასად შეძენა შესაძლებელი იქნება 1 კვირის განმავლობაში როგორც „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ისე პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში, „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაში.

R