ავტორი:

"შავი ორშაბათი" საქართველოში..." - პრეზიდენტის მორიგი განცხადება და გამოხმაურება დღევანდელ მოვლენებზე

"შავი ორშაბათი" საქართველოში..." - პრეზიდენტის მორიგი განცხადება და გამოხმაურება დღევანდელ მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს და დღევანდელ დღეს "შავ ორშაბათს" უწოდებს.


ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს:


"შავი ორშაბათი" საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც "ქართული ოცნების მონები" კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს" - წერს ზურაბიშვილი.


  • ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური.

"საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია: მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია.

მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში", - დაწერა გუშინ ზურაბიშვილმა ასევე X-ზე.


რაც შეეხება პარლამენტსა და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს - XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა აქციისა და პროტესტის ფონზე წარიმართა. სხდომას ესწრებოდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეც, ბიძინა ივანიშვილი. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სამართალდამცავების უპრეცედენტო მობილიზება იყო.


წაიკითხეთ ასევე: