ავტორი:

“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი

“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი

“დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.


  • როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებით ეცოდება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან კონსტიტუცია, რომელიც “თავზე გადაიხიეს“, მისი დაწერილია.

“მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა სტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან.


მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.


მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.


მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა თუ დაჩოქების.


სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია. უნდა მოემზადონ იმისათვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


  • მისი თქმით, საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ქვეყანაში.

“ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე, არამედ მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.


მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


იხილეთ ასევე: