შავი პარასკევის კვირეული “იმპექსში“- 50%  ფასდაკლება და პრემიუმ ბრენდებით სავსე კოსმეტიკის ჩანთა საჩუქრად

შავი პარასკევის კვირეული “იმპექსში“- 50%  ფასდაკლება და პრემიუმ ბრენდებით სავსე კოსმეტიკის ჩანთა საჩუქრად

“იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში, 30 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებელს არნახული ფასდაკლებები და განსაკუთრებული საჩუქრები ელოდება. შავი პარასკევის გრანდიოზულად აღნიშვნა ქსელში უკვე წლებია ტრადიციაა და ერთგული მომხმარებელიც ყოველწლიურად ელოდება შეთავაზებებს, რომელიც ყოველთვის საინტერესო და ყველასაგან გამორჩეულია ხოლმე. წელს, იმპექსმა მომხმარებელს ღრმა ფასდაკლებებთან ერთად, 80 ლარიან შენაძენზე თავის მოვლის რჩეული ბრენდების პროდუქტებით სავსე ულამაზესი კოსმეტიკის ჩანთა მოუმზადა საჩუქრად.

მშვენიერ, ტევად და ძალიან მოსახერხებელ კოსმეტიკურ ჩანთაში ისეთი პრემიუმ ბრენდების სრულ, სამგზავრო და მინი ზომის პროდუქტებს აღმოაჩენთ როგორიც არის: Vichy, La Roche-Posay, Avene, Soskin, Korres, Phytorelax და Sunkissed. თითოეულ კოსმეტიკურ ჩანთაში ამ ბრენდის პროდუქტების სხვადასხვა კომბინაცია დაგხვდებათ. საჩუქრები კოსმეტიკური ბენდების და ბავშვთა მოვლის, კვებისა და აქსესუარების ბენდების 80 ლარიან შენაძენზე გაიცემა ამოწურვამდე და მათზე ტრადიციულად დიდი მოთხოვნაა.

impex

გარდა საჩუქრებისა, 21-დან 30 ნოემბრის ჩათვლით “იმპექსის“ 120–ზე მეტ აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით, -50% ფასდაკლება დახვდება მომხმარებელს მათთვის საყვარელ პრემიუმ და ექსკლუზიურ ბრენდებზე, სასაჩუქრე ნაკრებებზე და ბავშვთა აქსესუარებზე, კვების და მოვლის საშუალებებზე:

Topicrem -50%, La Roche-Posay -50%, Vichy -50%, CeraVe -50%, Korres -50%, Soskin -50%, Ducray -40%, Avene -40%, Klorane -40%, Phytorelax -50%, Sunkissed -50%, Bobini 50%, Alphanova -50%, On Line -50%, Akuku -50%, Wee Baby -50%, Martinelia -50%. განსაკუთრებული შეთავაზებებია Heinz-ის ფაფებისა და Plasmon-ის ასორტიმენტზე, ასევე Huggies, Canbebe და Taffy-ის საფენებზე.

საუკეთესო ფასდაკლება ვრცელდება ქსელში არსებულ სამედიცინო ტექნიკაზე. 50%-მდე ფასდაკლებით შეიძენთ იაპონური ბრენდის Citizen-ის სამედიცინო ტექნიკის სრულ ასორტიმენტს.

ფასდაკლებული ბრენდების ჩამონათვალი ვრცელია და სრულ სიას “იმპექსის“ ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

იმპექსის სააფთიაქო ქსელმა იზრუნა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ამაღლებულ განწყობაზე და საჩუქრებით დატვირთულმა დატოვოს იისფერი აფთიაქები.

ეს ყველაფერი როდია, “იმპექსის“ ფეისბუქ გვერდზე ყოველდღიურად დაგხვდებათ მრავალფეროვანი გათამაშებები წამყვან პრემიუმ და ექსკლუზიურ ბრენდებზე. გათამაშებებზე დეტალურ ინფორმაციას და მონაწილეობის პირობებს შეგიძლიათ “იმპექსის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაეცნოთ.

“იმპექსში“ ნებისმიერი შეთავაზებებით, აქციებითა და ფასდაკლებებით სარგებლობა – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული “ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის გამოყენებით მომხმარებელი სასურველი პროდუქციის შეძენის პარალელურად შეძლებს დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზეა შესაძლებელია. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად, დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა და დევნილთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შავი პარასკევის აქტივობების და შეთავაზებების შესახებ ეწვიეთ “იმპექსის“ ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

R