ჰავაელი გაუჩინარებული 31 წლის ქალის, ჰანა კობაიაშის მამა, რომელიც ქალიშვილის მოსაძებნად ლოს-ანჯელესში გაფრინდა, გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა თავი მოიკლა.
რაიანი, პოლიციასთან ერთად, თავის 31 წლის ქალიშვილს 15 ნოემბრის შემდეგ ეძებდა.
”13 დღის განმავლობაში დაუღალავი ძებნის შემდეგ, ჰანას მამამ, რაიან კობაიაშიმ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა”, - აღნიშნულია დაკარგული პირების არაკომერციული ორგანიზაციის, Rad Movement-ის განცხადებაში. ამ ვერსიას იზიარებს გარდაცვლილის ოჯახიც.
ამის შემდეგ მისი კვალი უმისამართოდ გაქრა. ოჯახი კვლავ აგრძელებს დაკარგული ჰანას ძებნას და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
“ჰანა ისევ დაკარგულია და სავარაუდოდ, საფრთხეშია,“ - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.
10 ნოემბერს ჰანა კობაიაში იმყოფებოდა ლოს-ანჯელესში - სავაჭრო ცენტრ Grove-ში. ცნობილია, რომ მომდევნო დღეს მან მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ “ვიღაცა მისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მოპარვას ცდილობდა".
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა 15 ნოემბრიდან ჰანა კობაიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეიყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.