19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ისაკო დევიძე გაათავისუფლეს.
დევიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს ამოეწურა.
ისაკო დევიძე პროტესტისა და დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად შიმშილობდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათგან 3 ადამიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ორ პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ერთს კი, 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
ამასთან, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთ პირს - 20 წლის მათე დევიძეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირეს და მას ახლა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პოლიციელზე თავდასხმისთვის აქვს შეფარდებული.