ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
"ცივი იარაღით არის დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაკვეთის გამოო, ასე ამბობენ სოფელში. იგივე მიზეზით კონფლიქტები ამ სოფელში ხშირია" - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.