ავტორი:

დაპირისპირება ქუთაისში - საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

დაპირისპირება ქუთაისში - საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა

ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება იყო.

  • არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ნახეთ ასევე: