“საქართველო, რუმინეთი!!! საკმარისია დასავლელი ლიდერებისთვის რუსეთის სტრატეგიის გასაშიფრად ევროპის წინააღმდეგ: სამხედრო ომი უკრაინაში, "საარჩევნო ომი" თბილისსა და ბუქარესტში... ??!!“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილის განცხადებასაც ეხმაურება.
"საქართველო აპროტესტებს: ბიუროკრატია იღვიძებს! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, და დღევანდელ ანტიევროპულ განცხადებას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აცხადებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.